ლუიშ ნანი ლისაბონის “სპორტინგში” დაბრუნდა. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს, თუმცა ხელშეკრულების პირობები ჯერჯერობით არ ხმაურდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ “სპორტინგის” შემადგენლობაში ნანი უკვე მესამედ ითამაშებს. აქამდე ის 2003-2005 წლებში ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა, შემდეგ იყო მთავარი გუნდი 2005-2007 წლებში რის შემდგომაც “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაინაცვლა და ინგლისურ გრანდში 7 წელი დაჰყო. 2014-2015 წლების სეზონში კვლავ “სპორტინგს” მიაშურა და 27 მატჩში 7 გოლის გატანაც მოახერხა.
რაც შეეხება გასულ სეზონს – 31 წლის გარემარბი “ვალენსიადან” “ლაციოში” იყო განათხოვრებული, სადაც 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.