ფეხბურთი

12:01 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

დომაგოი ვიდამ რუსებს ბოდიში მოუხადა

ხორვატიის ნაკრების მცველმა დომაგოი ვიდამ რუსეთს მოუბოდიშა. 29 წლის ფეხბურთელმა ინგლისთან ნამატჩევს თქვა, რომ შეცდომები ყველას მოსდის და ბოდიშიც მოიხადა:

“ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი და ბოდიშს ვუდი რუს ხალხს. მაპატიეთ, ეს ცხოვრებაა და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ”, - განაცხადა ვიდამ.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ვიდამ ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ოგნიენ ვუკოევიჩთან ერთად იყო და ამბობდნენ: “დიდება უკრაინას!”.

ამის გამო, ვუკოევიჩს ხორვატიის სამწვრთნელო შტაბის დატოვება მოუწია, ხოლო ვიდა 15 ათასი შვეცარიული ფრანკით დაჯარიმდა. ვიდაც და ვუკოევიჩიც თავის დროზე კიევის “დინამოს” ღირსებას იცავდნენ და შესაბამისად, უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებაც ამით იყო განპირობებული.

0.115888