ორდღიანი პაუზის შემდეგ დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი განახლდება. წინ პირველი ნახევარფინალია: საფრანგეთი – ბელგია.
გთავაზობთ ორივე გუნდის სავარაუდო შემადგენლობას:
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, მბაპე
ბელგია (4-4-2): კურტუა; ალდერვეირელდი, კომპანი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ფერეირა-კარასკო, ვიტსელი, დე ბრუინი, შადლი; ე. აზარი, ლუკაკუ
მსაჯი: ანდრეს კუნა (ურუგვაი)
ერთი საინტერესო გარემოება: საფრანგეთის ნაკრებს არავისთან უთამაშია იმაზე მეტჯერ, ვიდრე ბელგიის ნაკრებთან, 74-ჯერ. თუმცა, მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მათ შორის ბოლოს 1986 წელს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტომა მუნიეზე წერია, რომ ყვითლების გამო არ იქნებაო. აკი გაფრთხილებები ანულირდება და მაგის გამო ნახევარფინალს არავინ უნდა დაკლებოდა ?
ფეერიული მატჩის მოლოდინში ვარ.