ფეხბურთი

12:13 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეული

კატალონიის “ბარსელონამ” ბრაზილიელი ნახევარმცველი არტური გაიფორმა. როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო “გრემიომ” 40 მილიონი ევრო მიიღო.

საინტერესოა, რომ იმედისმომცემი ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.

არტური ცენტრალური ნახევარმცველია და “ბარსელონაში” ის პაულინიოს შემცვლელად ესახებათ, რომელმაც ცოტა ხნის წინ გუნდი დატოვა. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 10 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114693