ფეხბურთი

11:45 | 10.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრები: სამპაოლი რჩება

არგენტინის ეროვნული ნაკრები მთავარ მწვრთნელს არ შეიცვლის. ამის შესახებ ცნობილი აფა-ს (არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია) ყრილობაზე გახდა ცნობილი და შედეგად, ხორხე სამპაოლი მიუხედავად ჩაგდებული მუნდიალისა, “ალბისელესტეში” მუშაობას გააგრძელებს.

სამპაოლისა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული ხელშეკრულება 2022 წლამდეა გათვლილი და ამ დროში ხელფასის სახით 8 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, ხორხე სამპაოლის არგენტინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ხმები მას შემდეგ დაირხა, რაც სამხრეთ ამერიკელები მსოფლიოს ჩემპიონატს 1/8 ფინალიდან დაემშვიდობნენ. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციამ სამპაოლის სრული ნდობა გამოუცხადა.

0.11456