სხვა

20:08 | 9.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანის წარმატება მსოფლიოს თასზე

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, 4-8 ივლისს ჩატარდა მსოფლიოს თასის გათამაშება ეტლით ფარიკაობაში, რომელშიც მონაწილეობდა 40-მდე ქვეყნის 200 სპორტსმენი.

ვარშავაში გამართულ შეჯიბრზე, ქართველმა პარასპორტსმენებმა - ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა წარმატებით იასპარეზეს. ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში გამართულ ტურნირში ფინალში გასვლა შეძლო, სადაც ტაილანდელი სპორტსმენი 15:10 დაამარცხა. რაპირით ფარიკაობაში, ხეცურიანი საუკეთესო 8 სპორტსმენში მოხვდა. ნინო თიბილაშვილმა ხმლით და რაპირით ფარიკაობის ტურნირზე, ასევე საუკეთესო 8 მოფარიკავეს შორის მოხვედრა შეძლო. საუკეთესო 16-ეულში შევიდა გვანცა ზადიშვილი.

mcs.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116292