საფრანგეთის ერონული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "ატლეტიკოს" თავდამსხმელი კევინ გამეირო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ვალენსიაში" გადავა. როგორც AS-ი იუწყება, კლუბები გარიგება უკვე მოახერხეს. გამეიროთი დაინტერესებული "ღამურების" თავკაცი მარსელინო ტორალია.
კევინის ტრანსფერის სანაცვლოდ "ატლეტიკო" 14 მილიონ ევროს მიიღებს და შესაძლოა ბონუსების სახით 6 მილიონი ევროც მიიღოს. კევინი "როხიბლანკოსმა" 2016 წელს "სევილიადან" დაიმატა. გასულ სეზონში ფრანგმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.