პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი "იუვენტუსში" 10 ივლისს ოფიციაურად დადასტურდება. როგორც Mediaset Premium-ი იუწყება, ამ დღეს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დირექტორთა საბჭოს შეხვდება და ოფიციალურად დაადასტურებენ, რომ რონალდუმ კლუბიდან წასვლა მოითხოვა და გუნდს დატოვებს.
ესპანური მედია კი იუწყება, რომ პერესს სურს რონალდუმ წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნოს, რომ ტურინში ახალი გამოწვევებისთვის გადადის. ასევე, ტრანსფერის თანხის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თავიდან საუბარი იყო 150 და 130 მილიონ ევროზე, საბოლოოდ კი შესაძლოა კრიშტიანუს სანაცვლოდ "იუვენტუსმა" 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რონალდუ "რეალში" 2009 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. "სამეფო კლუბის" რიგებში პორტუგალიელმა 438 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 450 გოლი და 131 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდთან ერთად კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, ხოლო ლა ლიგა - ორჯერ.