ფეხბურთი

21:57 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" გიუნდოგანის გადაბირებას შეეცდება

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ილქა გიუნდოგანმა შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. როგორც Le 10 sport-ი იუწყება, ანდრეს ინიესტას კლუბიდან წასვლის შემდეგ, "ბარსელონა" ესპანელის ერთ-ერთ შემცვლელად ილქაის მოიაზრებს და ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდება.

ჯერჯერობით უცნობია ინგლისური კლუბის პოზიცია, თუმცა გერმანელი "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას გეგმებში შედის და ესპანელებს ტრანსფერი ძალიან გაუჭირდებათ.

გიუნდოგანმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 49 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი კი 30-დან 40 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11234