“დინამო” თბილისმა მათე ვაწაძე გაიფორმა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 29 წლის ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ვაწაძესთვის “დინამო” უცხო ადგილი სულაც არაა. 2005-2010 წლებში სწორედ ამ გუნდის რიგებში გაითქვა სახელი და საქართველოს ჩემპიონატში 68 მატჩში 32 გოლიც გაიტანა.
მათე ბოლოს დანიურ “სილკებორგში” თამაშობდა, ხოლო იქამდე სხვა და სხვა დროს “ვიბორგში”, “ორჰუსში”, “ვოლგაში”, გორის “დილასა” და “ლოკომოტივში” თამაშობდა.