ფეხბურთი

15:50 | 25.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: მარცხი სერბებთან

 

დასრულდა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის II ჯგუფის პირველი მატჩი, რომელშიც ქართველებმა სერბებთან წააგეს.

58-ე წუთი იყო, როცა დანილო პანტიჩის პასით, მცველმა მილედინ სტევანოვიჩმა ანგარიში გახსნა. 5 წუთში კი თავად პანტიჩმა შეაგდო და 2:0 გახდა.

არადა, ტექსტური ონლაინის მიხედვით, პირველ ტაიმში უფრო ქართველები ქმნიდნენ ხიფათს: ლუკა ზარანდიამ ერთხელ ააცილა, მეორედ კი მეკარემ აუღო. ასევე, თენგიზ გოროზიას დარტყმული მოიგერია სერბების მეკარემ.

სერბებმა მეორე ნახევარში შეუტიეს და ტაიმის შუაში ორჯერ გაიტანეს. ამის შემდეგ, ილია კერძევაძესა და გიორგი თევზაძეს ჰქონდათ ერთი ბურთის გაქვითვის შანსი – პირველმა ბურთი ხარიხას მოარტყა, ხოლო თევზაძეს მეკარემ არ გაატანინა.

საბოლოოდ, მარცხი. აქამდე ნაჩვენები შედეგებიდანაც ჩანდა, რომ სერბეთი ჯგუფის მთავარი ფავორიტი იქნებოდა. ამავე ჯგუფში არიან ირლანდია და მასპინძელი ავსტრია. მათი შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.

როგორც იცით, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის ფინალურ ეტაპზე.

 

25.03. 14:00. ვენა. "ჰირშტეტენი" (ვენა, ავსტრია)

სერბეთი-საქართველო 2:0 (0:0)

სერბეთი: ოსტოიჩი, ბრაიოვიჩი, სტევანოვიჩი, ბაბიჩი, რადოიევიჩი, გაიჩი, პანტიჩი, ლუკიჩი, ილიჩიჩი (რადონიჩი 51), მიჰაილოვიჩი (იოვანოვიჩი 80), ბელიჩი (იოვიჩი 73).

მწვრთნელი: მილან ლეშნიაკი.

საქართველო: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, მალანია (ბერიძე 65), თევზაძე, გოროზია, ხარაიშვილი, ზარანდია, რომან ჭანტურია, კერძევაძე.

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

გოლები: 1:0 სტევანოვიჩი (58), 2:0 პანტიჩი (63)

გაფრთხილებები: მიჰაილოვიჩი (19), ჭანტურია (32), მარგველაშვილი (54), გოროზია (57), პანტიჩი (61), ლუკიჩი (79), თევზაძე (80+2)

 

0.122638