ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის 2018 წლის გათამაშებაში წარმატებული სტარტი აიღო და სერბი დუშან ლაიოვიჩი ადვილად დაამარცხა სამ სეტში (6:1, 6:3, 6:4).
მატჩის დასრულების შემდეგ შვეიცარიელმა ლეგენდამ პატარა გულშემატკივარი დაასაჩუქრა, რომელიც მას ბანერით ხელში ელოდა:
"როჯერ შეგიძლია შენი თავსახვევი მომცე, გთხოვ"...
"მხიარულმა როჯერმა" პატარა ქომაგს იმედი არ გაუწბილა, ჩანთიდან საჩუქარი ამოიღო და პუბლიკის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.