ფეხბურთი

14:45 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამაგალითო იაპონია - დასუფთავებული გასახდელი, ტრიბუნები და დატოვებული წერილი

ისინი იმედგაცრუებულინი, განრისხებულნიც, გაბრაზებულნიც იყვნენ, რადგან მათ ისტორიაში პირველად მეოთხედფინალში გასვლის შანსი დაკარგეს. ბელგიასთან, იაპონიის ნაკრებმა ძალიან დრამატულ შეხვედრაში, მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე გაშვებული გოლით წააგო (2:3), რომელიც კონტრშეტევიდან მიიღო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამას ხელი არ შეუშლია იმაში, რომ იაპონელებს დიდი მოქალაქეობრივი კულტურა გამოევლინათ. ფეხბურთელებმა ასეთი დრამატული მატჩის შემდეგ როსტოვის სტადიონის გასახდელი თავად დაალაგეს და პატარა წერილიც დატოვეს: “მადლობა”.

ფეხბურთელებს არც გულშემატკივრები ჩამორჩნენ, რომლებმაც უკვე მათთვის ტრადიციულად, ტრიბუნები დაალაგეს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრები მერვედფინალში ბელგიას 2:0 ამარცხებდა, მაგრამ საბოლოოდ 2:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

0.12241