ფეხბურთი

19:28 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ნიჭიერი ფრანგი მეკარე გაიფორმა

ფლორენციის “ფიორენტინამ” ფრანგული “ტულუზას” ნიჭიერი მეკარე ალბან ლაფონი გაიფორმა. როგორც იტალიური კლუბის ვებგვერდი წერს, ფრანგმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერის ფინანსური მხარე ოფიციალურ დონეზე არ გახმაურებულა. ლაფონი ევროპის ერთ-ერთ იმედის მომცემ მეკარედ მიიჩნევა და საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

19 წლის ალბან ლაფონი 2015 წლიდან “ტულუზას” ღირსებას იცავდა და დღემდე ლიგა 1-ში 98 თამაში ჩაატარა.

0.115981