ფეხბურთი

16:44 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ორი ტრანსფერი დაადასტურა

იტალიურმა “მილანმა” ორი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ესპანელი პეპე რეინა და ხორვატი ივან სტრინიჩი დღეიდან “როსონერის” მოთამაშეები არიან.

ამ ფეხბურთელების “სან სიროზე” გადასვლა აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ოფოციალურად დღეს დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა ხორვატი და ესპანელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს.

პეპე რეინამ, რომელიც აქამდე “ნაპოლიში” თამაშობდა, ორწლიანი, ხოლო “სამპდორიას” ყოფილმა მცველმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.102698