საქართველოს ნაკრების კანდიდატი გიორგი არაბიძე ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა შორისაა წარდგენილი. იტალიური გამოცემა Tuttosport-ი უკვე წლებია, ყოველწლიურად ევროპის საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს ავლენს.
ამჯერად სიაში გიორგი არაბიძეც მოხვდა. თუმცა, დიდი ალბათობით, Golden Boy-ს წოდებას ფრანგი კილიან მბაპე მოიპოვებს, რომელიც ახლაც ფავორიტია და 2017 წლის გამარჯვებულიც გახლავთ.