იტალიაში ჩატარებულ ევროპის 23-წლამდელთა ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა გოგონამ მარიამ ქერდიკაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
შეჯიბრი 500-მეტრიან დისტანციაზე ჩატარდა, რომელიც მარიამმა 2 წუთსა და 16 წამში დაფარა. ჩვენებურს მხოლოდ უკრაინელმა ლუდმილა ლუზანმა აჯობა, რომელმაც მანძილი 2 წუთსა და 13 წამში დაფარა.