საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველი ლეგიონერის "სან ხოსემ" "ლოს ანჯელეს გალაქსის" უმასპინძლა და შეხვედრა 3:3 დასრულდა, ვაკომ კი 39-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ვაკომ მე-17 მატჩი ჩაატარა და თავი უკვე ოთხჯერ გამოიჩინა. ქართველმა ასევე სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. "სან ხოსეს" რიგებში უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ქართველი, "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ოფიციალურად ჩაირიცხება.