2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში ურუგვაის და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული კი მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გთავაზობთ ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობებს:
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი, ბენტაკური, ნანდესი, ტორეირა, ვესინო, ლაქსალტი, კავანი, სუარესი
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
პორტუგალია (4-4-2): პატრისიუ, პეპე, გერეირო, ფონტე, რიკარდო, ადრიენ სილვა, ბერნარდო სილვა, ვილიამ კარვალიო, მარიუ, გუედეში, რონალდუ
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში