სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელებისთვის გერმანიის დამარცხება საკმარისი არ გამოდგა, რომ გულშემატკივრებს ჯგუფიდან ვერგასვლა ეპატიებინათ.
სამშობლოში დაბრუნებულ აზიელები სპეციალურ შეხვედრას მართავდნენ, რა დროსაც ქომაგებმა კვერცხები და ბალიშები დაუშინეს ფეხბურთელებს. საქმეში მალევე დაცვის თანამშრომლები ჩაერთვნენ და ინცინდენტს გაგრძელება არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონს ჩემპიონატზე ჯგუფში ჯერ შვედეთთან (0:1), ხოლო შემდეგ მექსიკასთან (1:2) წააგო. ბოლო ტურში კი, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია დაამარცხა (2:0).