ფეხბურთი

12:00 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ფელაინის გაუხანგრძლივა

ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” მარუან ფელაინისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც “წითელი ეშმაკების” ვებგვერდი იტყობინება, ბელგიელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებელია მისი ერთი წლით ავტომატური განახლებაც.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა გავაგრძელო ჩემი მოგზაურობა “იუნაიტედში”. ვფიქრობ, ამ გუნდს მოურინიოსთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია”, - თქვა ფელაინიმ.

მარუან ფელაინი “მანჩესტერმა” 2013 წელს “ევერტონიდან” შეიძინა და აქედან მოყოლებული 156 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

0.115487