ფეხბურთი

22:30 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" კიელინის და ბარძალის გაუხანგრძლივა

ტურინის "იუვენტუსმა" მცველებს ჯორჯო კიელინის და ანდრეა ბარძალის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ჯორჯო იტალიურ გუნდში 2020 წლამდე ითამაშებს, ხოლო ანდრეა - 2019 წლამდე. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კიელინი "იუვენტუსმა" 2005 წელს "ფიორენტინადან" 7.7 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ჯორჯომ 472 შეხვედრა ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. ბარძალი კი 2011 წელს "ვოლფსბურგიდან" გადავიდა "ბიანკონერის" რიგებში და დღემდე ჩატარებულ 271 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა. ორივე ფეხბურთელმა ზედიზედ შვიდჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი.

0.117772