ფეხბურთი

22:00 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი 2+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფელაინი "წითელი ეშმაკების" რიგებს 2013 წელს "ევერტონიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 156 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110815