ლეგენდარულმა მეკარემ ოლივერ კანმა გერმანიის ნაკრების შესახებ ისაუბრა და მათი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა შეაფასა.
“გერმანია დამსახურებულად ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე. აშკარა იყო, რომ გუნდში ერთიანობა არ იყო. ყველაზე მეტად იმედი ხედირამ და იოზილმა გამიცრუეს. ისინი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეები არიან და თავის თავზე ბევრად მეტი უნდა აეღოთ. გუნდის თამაშის ხარისხიც კრიტიკას ვერ უძლებდა, ნაკრები ფორმაში არ იყო”- განაცხადა კანმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა.