ფეხბურთი

20:10 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალი უდისციპლინობამ დაღუპა, კოლუმბია პირველ ადგილზე გავიდა

მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფში მესამე ტურის ორი მატჩი გაიმართა, კოლუმბიამ სენეგალი 1:0 დაამარცხა, ხოლო პოლონეთმაც ამავე ანგარიშით სძლია იაპონიას. მიუხედავად იმისა, რომ აზიელებმა და აფრიკელებმა 4-4 ქულა დააგროვეს და მათი მატჩი ფრედ დასრულდა, საბოლოოდ უპირატესობა იაპონელებს მიენიჭათ, რადგან ტურნირზე სენეგალელებთან შედარებით ნაკლები ყვითელი ბარათი მიიღეს.

სენეგალის და კოლუმბიის მატჩში სანახაობრივი არ გამოდგა. პირველი ტაიმი მოსაწყენი იყო, თუმცა აფრიკელების უპირატესობა ბურთის ფლობასა ჰქონდათ. მე-17 წუთზე დავინსონ სანჩესმა საჯარიმოში სადიო მანე წააქცია და თავიდან პენალტი დაინიშნა, თუმცა ვიდეოგამეორების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სანჩესმა წაქცევის ეპიზოდში ჯერ ბურთზე ითამაშა და კონტაქტი შემდეგ იყო, შედეგად თერთმეტმეტრიანი გაუქმდა.

მეორე ნახევარში კოლუმბია გააქტიურდა. 65-ე წუთზე კოლუმბიას ჰქონდა გატანის შანსი, თუმცა მურიელის დარტყმული სენეგალელს მოხვდა ფეხზე და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ მურიელი მეკარესთან გადიოდა პირისპირ, თუმცა მეკარე ნდიაიემ დასწრებაზე ფეხით კარგად ითამაშა.

74-ე წუთზე იერო მინამ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:0. ორ წუთში ნიანგის დარტყმული ოსპინამ კუთხურზე გადააგდო. სენეგალელებმა სტანდარტული მოაწოდეს და იერი მინამ შემთხვევთ საკუთარი კარისკენ გაუშვა და ოსპინამ კვლავ იყოჩაღა. საბოლოოდ კოლუმბიელებმა 1:0 მოიგეს.

პრესტიჟის მატჩი მოიგო პოლონეთმა და იაპონია ჯგუფში ჩარჩენას გადაურჩა. ერთადერთი გოლი აღნიშნულ შეხვედრაში მე-60 წუთზე გავიდა, როდესაც საჯარიმო დარტყმა რაფალ კუჟავამ შეასრულა და საჯარიმოში ბურთო ჩაკიდა, სადაც თავით იან ბედნარეკმა კარგად ითამაშა. საბოლოოდ პოლონეთი ჯგუფში სამი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა, ხოლო როგორც აღვნიშნეთ იაპონიამ ტურნირზე 4 ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო სენეგალელები 6-ჯერ გააფრთხილეს და ამის წყალობით აზიელები მოხვდნენ 16 საუკეთესო გუნდს შორის.

მერვედფინალში პირველადგილოსანი კოლუმბია G ჯგუფის მეორადგილოსანს (ან ბელგია ან ინგლისი), ხოლო იაპონია ამავე ჯგუფის პირველადგილოსანს.

სენეგალი - კოლუმბია 0:1 (0:0)

სამარა, "სამარა არენა"

სენეგალი (4-2-3-1): ხ. ნდიაიე; გასამა, კულიბალი, სანე, საბალი (ვაგუი 74); განა, კუიატე; ისმაილა სარი, მანე, კეიტა ბალდე (კონატე 80); ნიანგი (სახო 86)

მწვრთნელი: ალიუ სისე

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა; არიასი, მინა, დ. სანჩესი, მოხიკა; კ. სანჩესი, ურიბე (ლერმა 83); კუადრადო, ხამესი (მურიელი 31), კინტერო; ფალკაო (ბორხა 89)

მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი

გოლი: 0:1 მინა (74)

გაფრთხილება: მოხიკა (45), ნიანგი (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 7(3) - 4(2): ბურთის ფლობა 40%-60%: კუთხურები 1-3: თამაშგარე 3-2:

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იერი მინა

იაპონია - პოლონეთი 0:1 (0:0)

ვოლგოგრადი, "ვოლგოგრად არენა"

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა; ჰ. საკაი, მაკინო, იოშიდა, ნაგატომო; შიბასაკი, უსამი (ინუი 65); გ. საკაი, იამაგუჩი, ოკაზაკი (ოსაკა 47), ; მუტო (ჰასებე 82)

მწვრთნელი: აკირა ნიშინო

პოლონეთი (4-2-3-1): ფაბიანსკი; ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი, იედრშეჩიკი; გორალსკი, კრიხოვიაკი; გროსიჩკი, ჟიელინსკი (ტოიდორჩიკი 79), კურზავა (პეშკო 79); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გოლი: 0:1 ბედნარეკი (60)

გაფრთხილება: მაკინო (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 10(3) - 11(2): ბურთის ფლობა 53%-47%: კუთხურები 5-7: თამაშგარე 1-0:

მსაჯი: იანი სიკაზვე (ზამბია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იან ბედნარეკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114082