ფეხბურთი

19:29 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" რონალდუს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდიდან 120 მილიონამდე შეამცირა

მადრიდის „რეალმა“ კრიშტიანუ რონალდუს გამოსასყიდი თანხა შეამცირა. Ok Diario-ს ინფორმაციით, პორტუგალიელსა და „სამეფო კლუბს“ შორის აქამდე არსებული ხელშეკრულებით, მის მსურველ გუნდს 1 მილიარდი ევრო უნდა გაეღო, მაგრამ ამიერიდან საკმარისი იქნება 120 მილიონი ევროც.

აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ კიდევ უფრო რეალური გახდა ხმები, რომლის თანახმადაც რონალდუ მიმდინარე ზაფხულს მადრიდულ გრანდს დატოვებს.

33 წლის ფეხბურთელს ამჟამად ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და პსჟ-ს უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ ხელფასის სახით სეზონში 40 მილიონ ევროს ითხოვს.

0.113081