ფეხბურთი

0:25 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ პროგრამა მინიმუმი შეასრულა (+VIDEO)

შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა E ჯგუფში მესამე შეხვედრა კოსტა რიკასთან გამართა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. კოსტა რიკელებმა ბევრი იბრძოლეს, რათა ტურნირი უქულოდ და გოლის გატანის გარეშე არ დაეტოვებინათ და მიზანს მიაღწიეს. შვეიცარიელებმაც ჯგუფური ეტაპის შეიძლება ითქვას სასურველი შედეგით დაასრულეს, რადგან მერვედფინალის საგზური მოიპოვეს.

ევროპელთა მეკარეს იან ზომერს განვლილ შეხვედრაში ბევრი სამუშაო ჰქონდა. მატჩის დასაწყისში რამდენიმე მომენტი შეიქმნა, ჟოელ კემპბელმა შორიდან დაარტყა და ზომერმა მოიგერია, შემდეგ სელსო ბორხესმა თავით დაარტყა და იანის მოგერიებული ბურთი ძელს მოხვდა. ამის შემდეგ შვეიცარიას აშკარად გაუმართლა, რადგან დანიელ კოლინდრესის დარტყმული კვლავ ძელს ხვდება. მე-19 წუთზე ბრაიან ოვიედომ შორიდან დაარტყა და ზომერი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. მიუხედავად ასეთი აქტიურობისა კოსტა რიკამ პირველ ტაიმში გოლი გაუშვა - 31-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბრელ ემბოლომ თავით დაუგდო ბლერიმ ჯემაილის და ამ უკანასკნელს ძლიერი დარტყმით გოლის გატანა არ გაუჭირდა.

56-ე წუთზე კემპბელის ჩაწოდების შემდეგ კენდალ უოსტონმა თავით გაიტანა და გაათანაბრა ანგარიში - ეს იყო ტურნირზე კოსტა რიკელების პირველი გოლი. მეორე ტაიმში სელსო ბორხესმაც შეაწუხა ზომერი და იანმა კვლავ იყოჩაღა. დენი ზაკარიამ 88-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გადაცემა იოსიპ დრმიჩს გაუკეთა და შვეიცარიელები დაწინაურდნენ. მატჩის მიერ კომპენსირებული დროის პირველ წუთზე ბრაიან რუისი შვეიცარიელებმა საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა, თუმცა ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა, რადგან რუსი ბურთის მიღების დროს თამაშგარე მდგომარეობაში იყო, თუმცა ორ წუთზე კოსტა რიკელის წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანის კვლავ დაინიშნა, რომელიც რუისმა შეასრულა - ბურთი ძელმა აისხლიტა, ზომერს მოხვდა და ისე შევიდა კარში.

ამრიგად, შვეიცარია 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ბრაზილია 7 ქულით - პირველზე. შვეიცარიელების მეტოქე მერვედფინალში შვედეთი იქნება, გუნდი, რომელმაც ჯგუფში გერმანიას, მექსიკას და სამხრეთ კორეას აჯობა. აღნიშნული შეხვედრა 3 ივლისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.

შვეიცარია - კოსტა რიკა 2:2 (1:0) VIDEO

ნიჟნი ნოვგოროდი, "ნიჟნი ნოვგოროდი"

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი, შარი, აკანჯი, ლიხშტაინერი, როდრიგესი, ჯაკა, ბეჰრამი (ზაკარია 60), ჯემაილი, შაჩირი (ლანგი 81), ემბოლო, გავრანოვიჩი (დრმიჩი 69)

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

კოსტა რიკა (5-4-1): ნავასი, აკოსტა, გონსალესი, ვასტონი, ოვიედო, გამბოა (სმიტი 90+3), ბორხესი, გუზმანი (ასოფეიტა 90+1), ბრიანი, კოლინდრესი (უოლასი 81), კემპბელი

მწვრთნელი: ოსკარ რამირესი

გოლი: 1:0 ჯემაილი (31), 1:1 უოსტონი (56), 2:1 დრმიჩი (88), 2:2 ზომერი (ავტ.გოლ 90+3)

გაფრთხილება: გამბოა (11), კემპბელი (29), ლიხშტაინერი (37), ზაკარია (75), შარი (83), უოსტონი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 12(3) - 14(6): ბურთის ფლობა 60%-40%: კუთხურები 6-5: თამაშგარე 1-1:

მსაჯი: კლემენ ტურპინი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბლერიმ ჯემაილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117099