ფეხბურთი

21:00 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის დაცემა და სამხრეთ კორეის საჩუქარი მექსიკას (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ვერავინ იფიქრებდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას მექსიკის გარდა სხვა გუნდი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. ასევე, ალბათ არავინ ივარაუდებდა, რომ ბუნდესნაკრები საერთოდ ჯგუფში ჩარჩებოდა, თუმცა უკვე თითქმის ტრადიციად იქცა მუნდიალის გამარჯვებულების პლეი-ოფის მიღმა დარჩენა.

ჯერ კიდევ 62-ე წუთზე იცოდა გერმანიამ, რომ მექსიკა შვედეთთან ორი ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა და ამ გუნდს ჰქონდა შანსი ერთი გოლით გასულიყო მერვედფინალში, თუმცა სცენარი სხვანაირად განვითარდა

F ჯგუფში ბუნდესნაკრებმა ყველა შეხვედრა შეტევებში გაატარა, ბურთს აკონტროლებდა, მომენტებს ქმნიდა, თუმცა დამაგვიგვინებელ ფაზაში ვერცერთი მოთამაშე ვარგოდა. მექსიკასთან წაგებული მატჩის შემდეგ, შვედეთთან ტონი კროოსმა გადაარჩინა თავისიანები, ამჯერად კი ბუნდესნაკრები სამხრეთ კორეასთან ვერაფერს გახდა. იოახიმ ლიოვის გუნდი ტრადიციულად უტევდა, თუმცა ფანტაზია აშკარად აკლდა. აზიელთა მეკარე კარგად ირჯებოდა და მან რამდენიმე ბურთი აიღო. გერმანელები საჯარიმოს სიახლოვეს ტრიალებდნენ ხოლმე და არ ცდილობდნენ შორეული დარტყმებით კორეელთა კარის აღებას. ასევე უნდა ითქვას, რომ გერმანელები შვედეთის მატჩისგან განსხვავებით ნელ ტემპში უტევდნენ და აზიელები გადაწყობას კარგად ახერხებდნენ.

შეხვედრის ბოლოს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კვონს მიუვიდა, რომელსაც არ გასჭირვებია მანუელ ნოიერის კარის აღება, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. ვიდეოგამეორების შემდეგ კი გამოჩნდა, რომ კორეელს ბურთი ტონი კროოსისგან მიუვიდა და თანამედროვე ტექნოლიგიის წყალობით აზიელები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ კი გერმანიას უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა და ნოიერიც წავიდა შეტევაში, საბოლოოდ მას ბურთი წაართვეს და ცარიელი კარისკენ გადაგზავნილი ბურთი სონმა გაიტანა. სამხრეთ კორეის ნაკრებს მანამდეც ჰქონდა შანსი, როდესაც სამჯერ შეძლეს შეტევაში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა, თუმცა კლასმა დააღალატათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ უკვე ტრადიციად იქცა მსოფლიოს ჩემპიონების ჯგუფში ჩარჩენა. ბოლო 5 ტრიუმფატორიდან მხოლოდ ბრაზილია გადარჩა (2002), საფრანგეთი 2002 წელს ვერ გავიდა მერვედფინალში, ასევე 2010 და 2014 წლებში იტალიამ და ესპანეთმა ვერ შეძლეს ჯგუფში მინიმუმ მეორე ადგილის დაკავება. საბოლოოდ, გერმანია F ჯგუფში სამი ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, მესამე პოზიციაზე სამხრეთ კორეა გავიდა ასევე სამი ქულით, ხოლო აზიელებმა არწაგებით ჩინებული საჩუქარი გაუკეთეს მექსიკას, რომელიც შვედეთთან 0:3 განადგურდა, თუმცა მეორე ადგილზე გასვლა ექვსი ქულით მაინც შეძლო. გერმანია 21 მსოფლიოს ჩეპიონიდან 19-ში მონაწილეობდა და პირველად მოახერხეს ჯგუფში ჩარჩენა. ასევე პირველი რაუნდი ბოლოს ბუნდესნაკრებმა 1938 წელს ვერ დაძლია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე მოთამაშე შვედეთმა კი მართლა სენსაცია მოახდინა და აღნიშნულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. სკანდინავიელები შექებას იმსახურებენ, რადგან სამივე მატჩში თავი კარგად წარმოაჩინა და აქვს შანსი მეოთხედფინალშიც გავიდეს, გააჩნია საღამოს მატჩების შემდეგ მისი მეტოქე რომელი ნაკრები იქნება.

მექსიკასთან შეხვედრაში მიუხედავად იმისა, რომ ბურთი შვედეთს ხშირად არ ეჭირა, მომენტებს ეფექტურად იყენებდნენ და სამი გოლი გაიტანეს. 50-ე წუთზე ლარსონმა საჯარიმოში ბურთი შეაცურა და კლაესონის ფეხიდან აუგუსტინსონს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. მეორე გოლი სკანდინავიელებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს, ხოლო ალვარესმა ბურთი საკუთარ კარში 74-ე წუთზე ჩაჭრა. მექსიკამ ბოლო 15 წუთის განმავლობაში ბევრი ინერვიულა, რადგან ელოდნენ გერმანიის დაწინაურებას, თუმცა მატჩის სასტვენის შემდეგ მათაც აღნიშნეს ჯგუფიდან გასვლა.

ამრიგად, შვედეთი მერვედფინალში E ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო მექსიკა - პირველადგილოსანს.

სამხრეთ კორეა - გერმანია 2:0 (0:0) (VIDEO)

ყაზანი, "ყაზან არენა"

სამხრეთ კორეა (4-4-2): ჩო ჰიონ უ, იუნ სუნი, ჰინ მინ სონი (ჟუ სე იონი, კუ ჟა ჩოლი (ჰვან ჰი ჩონი 56( კო იო ჰანი 79)), ჰონ ჩჰოლი, ჩონ უ იონი, ლი ჩჟე სონი, მუნ სონ მინი, კიმ იუნ კვონი, ჩან ჰუნ სუ

მწვრთნელი: სინ ტე იონი

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, კიმიხი, ზულე, ხედირა (გომესი 58), ჰუმელსი, ჰექტორი (ბრანდტი 78), კროოსი, იოზილი, გორეცკა (მიულერი 63), როისი, ვერნერი

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

გოლი: 1:0 კიმ იუნ კვონი (90+1), 2:0 ჰინ მინ სონი (90+5)

გაფრთხილება: ჩონ უ იონი (9), ლი ჩჟე სონი (23), მუნ სონ მინი (48), ჰინ მინ სონი

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 11(5) - 26(6): ბურთის ფლობა 26%-74%: კუთხურები 3-9: თამაშგარე 0-1:

მსაჯი: მარკ გრეიგერი (აშშ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჩო ჰიუნ უ

მექსიკა - შვედეთი 3:0 (0:0) (VIDEO)

ეკატერინბურგი, "ეკატერინბურგ არენა"

მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა, გალიარდო (ფაბიანი 65), მორენო, სალსედო, ალვარესი, გუარდადო (კორონა 75), ერერა, ლოსანო, კარლოსი, ლაიუნი (პერალტა 89), ერნანდესი

მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო

შვედეთი (4-4-2): ოლსენი, გრანკვისტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, ლუსტიგი, ეკდალი (ჰილიემარკი 80), ლარსონი (სვენსონი 57), კლაესონი, ფორსბერგი, ტოივონენი, ბერგი (ტელინი 68)

მწვრთნელი: იანე ანდერსონი

გოლი: 0:1 აუგუსტინსონი (50), 0:2 გრანკვისტი (62), ალვარესი (ავტ.გოლი 74)

გაფრთხილება: გალიარდო (1), ლარსონი (26), მორენო (61), ლაიუნი (85), ლუსტიგი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 19(3) - 13(5): ბურთის ფლობა 67%-33%: კუთხურები 7-3: თამაშგარე 2-0:

მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუდვიგ აუგუსტინსონი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.149911