ფეხბურთი

15:43 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" მარჯვენა მცველი შეიძინა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” ჟოაო კანსელუ დაიმატა. 24 წლის მარჯვენა მცველი უკვე ტურინშია და სამედიცინო შემოწმებას გადის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს.

“იუვემ” პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “ვალენსიას” 40 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო თავად ჟოაო სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

ჟოაო კანსელუ “ბენფიკას” აკადემიის აღზრდილია და სახელი “ვალენსიაში” თამაშით გაითქვს. გასულ სეზონში იჯარით მილანის “ინტერში” თამაშობდა (26 მატჩი, 1 გოლი, 4 საგოლე პასი), თუმცა “ნერაძურიმ” მისი სატრანსფერო უფლებები არ გამოისყიდა.

კანსელუს პორტუგალიის ნაკრებში 7 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ფერნანდუ სანტუშმა მუნდიალზე არ წაიყვანა.

0.115069