არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აგრძელებს და არგენტინული ოცნებაც გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო, “ალბისელეტსეს” ნიგერიასთან არაფერი საჩუქრად არ მიუღია და ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწია აფრიკელთა ბარიერის გადასალახად.
აქამდე, არგენტინას ნიგერის ოთხჯერ ჰყავდა მუნდიალზე დამარცხებული და ოთხჯერვე ერთი ბურთის სხვაობით. ისტორია ახლაც ასეთი სცენარით გაგრძელდა.
სამპაოლიმ ტაქტიკა და შემადგენლობა ისევ შეცვალა. დააბრუნა 4 მცველი და ანხელ დი მარია ძირითად შემადგენლობაში. ლეო მესის კი გონსალო იგუაინი შეუწყვილდა. სამხრეთ ამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მართალია, სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ, მაგრამ ტერიტორიას აკონტროლებდნენ და მე-14 წუთზე გოლიც გაიტანეს. ევერ ბანეგამ მოედნის ცენტრიდან დიდებული პასი გაუკეთეა მესის, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე მისთვის საკადრისის სიტყვა პირველად თქვა: ბურთი დაამუშავა და მეტოქის კარის ბადე შეარხია. ნიგერია მხოლოდ ამის შემდეგ სცდილობდა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანას, მაგრამ ვერ ახერხებდა. არგენტინა კი, საპასუხოდ შეტევაში თავქუდ მოგლეჯილი აღარ მიდიოდა.
მეორე ტაიმი კი განსახვავებული გამოდგა. დასაწყისშივე ნიგერიამ იაქტიურა და კუთხურიც მოიპოვა. რასაც ხავიერ მასკერანოს მხრიდან თამაშის წესების დარღვევა მოჰყვა და ჩიუნეთ ჩაქირმა პენალტი დანიშნა. გოლი ვიქტორ მოზესმა უპრობლემოდ გაიტანა. ეს იმას გვაუწყებდა, რომ მერვედფინალში აფრიკელები გადიოდნენ. თამაშიც მათთვის სასურველი სცენარით მიდიოდა. მესი ვეღარ იყო ისეთი ეფექტური, როგორც პირველ ნახევარში და არგენტინა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა. მეტიც, ნიგერიამ რამდენჯერმე გაამწვავა შეტევა და ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან იგალო, რომელმაც ვერ ივარგა. ერთ ეპიზოდში პენალტსაც ითხოვდა, მაგრამ ჩაქირმა ჩათვალა, რომ როხოს ხელით არ უთამაშია.
მერე იყო ეტებო სახიფათო ჯარიმა. თამაშიც ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდიოდა. პავონის, მესასა და აგუეროს გამოყვანას რეალურად არაფერი შეუცვლია სამპაოლის გუნდის თამაშში – არგენტინელები ხიფათს საერთოდ ვერ ქმნიდნენ და აფრიკელები ადვილად ახერხებდნენ თავდაცვას. თუმცა, 86-ე წუთზე ერთი კაცი გაეპარათ. კაცი, რომლისგანაც ხიფათს ნაკლებად მოელოდნენ. მარკოს როხო ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაიხსნა და მერკადოსგან კარგი პასი, ერთი შეხებით მეტოქის კარის კუთხეში გადაგზავნა! არგენტინა მუნდიალის რელსებზე ამ გოლით დაბრუნდა. საინტერესოა, რომ როხოს ორი გოლი აქვს ეროვნულ ნაკრებში გატანილი. ორივე მუნდიალზე, ორივე ნიგერიასთან და ორივე გამარჯვების მომტანი გამოდგა.
ავად თუ კარგად, სამპაოლის ბიჭებმა მიზანს უწიეს და გუნდი პლეი-ოფში. იქ, შესაძლოა, სხვა არგენტინა ვიხილოთ, ვინ იცის. თუმცა, მეტოქე სახიფათოა, მეტიც, ფავორიტია – საფრანგეთის ნაკრები.
ნიგერია – არგენტინა 1:2 (0:1) VIDEO
სანქტ-პეტერბურგი, “სანქტ-პეტერბურგ სთედიუმი”
მაყურებელი: 64 468
ნიგერია (3-5-2): უზოჰო; ბალოგუნი, ეკონგი, ომერუო (აივობი 90); მოზესი, ეტებო, ობი მიკელი, ნდიდი, იდოვუ; მუსა (ნვანკვო 90), იენაჩო (იგალო 46)
მწვრთნელი: გერნოტ რორი
არგენტინა (4-4-2): არმანი; მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო (აგუერო 80); პერესი (პავონი 61), მასკერანო, ბანეგა, დი მარია (მესა 72); მესი, იგუაინი
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
გოლები: 0:1 მესი (14), 1:1 მოზესი (51, პენ), 1:2 როხო (86)
გაფრთხილება: ბალოგუნი (32), ობი მიკელი (90) – მასკერანო (49), ბანეგა (64), მესი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 8 (4) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (არგენტინა)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არადა ბოლო სამ მსოფლიოზე ვინც ატორმუზებდა არგენტინას გავარდა და ამ შანსის გაშვება იქნება.დდ
წარმატების რეცეპტი ფრანგებთან: არგენტინამ ზედიზედ მეხუთედ მოუგო მუნდიალებზე ნიგერიას. ფრანგებიც რომ ნიგერიელებად წარმოიდგინონ ? მითუმეტეს, ერთ ცვეტში ზიან

იმ ინდოელ მესის ფანს რაღა გააცოცხლებს, ხორვატიასთან არგენტინის წაგების მერე თავი რო დაიხრჩო ?
თუმცა, ვეჭვობ ცოტა ხნით...
აქაური არგენტინისტები კი გამოვცოცხლდით
მარადონა მძორია.გუშინ განგრეულ კაიფში იყო,მერე ექიმის დახმარებაც დაჭირდა.სამარცხვინო ადამიანია.
პ.ს. არგენტინელ მარადონაზე ვამბობ და არა იმაზე,აქ კომენტებში რომ წერს ხოლმე.ეგ ისე,თუ რამე და
მარადონა მკიდია მაგრად მაგრამ საიდან ასკვნი რომ კაიფში იყო??ან რითი კაიფობს ხომ არ იცი? კაიფში არ ყოფილა მეგობარო მაგრამ გახეული მთვრალი იყო!
რაღაც ფსიქოტროპულის ქვეშ იყო
შეიძლება მდმაშკათი გაუმასპინძლდნენ,სატუმრო 
ჰეროინის სიმპტომები ქონდა მაგრამ არამგონია ჰეროინს იჩხერდეს აი კოკა რო ქონოდა შეყნოსილი თვალები დაჭყეტილი ვერ დაიძინებდა შანსი არაა
რაც შეეხება ფსიქოტროპულს
არამგონია იმდონემდე დაესვას რომ ფსიქპტროპულით დაიწყოს კაიფი
მთვრალი იყო ძმა ეტყობა ნაშობა ააგოოდა წინა ღამით და შემოათენდა 
რატო? ფსიქოტროპული პრეპარატები უყვართ ეგეთებს
იმედია ინერტული თამაში არ იქნება
არგენტინა შესარჩევიდან ბოლო ტურში გავიდა, ჯგუფიდან ბოლო წუთებზე, ახლა ფინალამდე მიგრიალდებიან, აი ფინალში ააწევინებენ თუ არა ლეო ბიჭს თასს, მაგაში არა ვარ დარწმუნებული, შეიძლება არგენტინის წაგებაში მეტი ფული გაკეთდეს. მოკლედ ფიფაში და უეფაში რეჟისორ-სცენარისტები ყავთ ისეთი, არც ჰოლივუდს და არც ბოლივუდს რომ არ დასიზმრებია
+
რო ვთქვატ საფრანგეთის წყვეტს ვარსკვლავებსო არა ეგრეე!!1 რომ არა არგენტინის მეკარე და მესის გაცუდებული პენალტი მშვენიერი შედეგი ექნებოდა არგენტინასაც ჯგუფურ ეტაპზე
საფრანგეთი არ მიაყოლოს
ყოჩაღ
რეალური პროგნოზია. დიდი ბრძოლა იქნება , იმედია მოიხოდება არგენტინა ფსიქოლოგიურად.
კიდევ კარგი მაგ მომენტში,მაგ ადგილას "მამაცი პიპიტო" არ იდგა(წესით მანდ უნდა ყოფილიყო),თორემ ლეონსიო თავს ჩამოიხრჩობდა "შნუროკებით",მარადონას გული გაუსკდებოდა,სანპაოლი კი სამშობლოს დაკარგავდა....რა გინდა რას ერჩი ამ ხალხს
აბა კაცო ან სულაც მესა რომ არ მოხდა მანდ.
დღეს დიდი შანსია ბრაზილია_გერმანია დაეჯახოს ერთმანეთს... ასეც იქნება 95%_ით..
არგენტინა არგენტინა ამათი ჯგუფში ჩარჩენა იქნებოდა?მესი ტრიბუნაზე გაგიჟებული მარადონა ტრიბუნებზე სიხარულის ცრემლებით ატირებული ბავშვები 64 ათასი კაცი ინტერესიც აქ ჩანს ამ გუნდის.მაგრამ საფრანგეთთან რა იქნება ვერ გაიგებ.ორი გრანდის მატჩში ლოგიკად ვერ მიყვები,ფავორიტი საფრანგეთია მაგრამ არგენტინის გასვლაც არ გამიკვრიდება ყოველშემთხვევაში მაგარ ბრძოლას ველი მარტივად ვერავინ მოიგებს.
მოსესმა ჩელეს პენალი დაარტყა !!)))
ჯობდა არ გასულიყო. საფრანგეთი რასაც ქვია გააუპატიურებს.
რა უნდა დაუპირისპიროს აბ ჯოგმა მამლებს
ვერაფერსაც ვერ უზამენ იმ თამაშამდე 3 დღეა და მანამდე იმ იდიოტ სამპაოლის ან თავში რამეს ჩაარტამენ ტვინი რომ გადმოუბრუნდეს ან საერთოდ მოაშორებენ ნაკრებს და მერე მთელი ძალით ათამაშდება არგენტინა !