კალათბურთი

14:38 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ში სეზონი შეაჯამეს: ჯეიმს ჰარდენი ოლიმპოზე!

კეთილი იყოს NBA-ს ოლიმპოზე ჯეიმს ჰარდენის ასვლა. “ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერი ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

28 წლის კალათბურთელი გასულ სეზონში საშუალოდ 30.4 ქულასა და 8.8 პასს აგროვებდა (72 თამაში). “ბაბუაწვერამ” დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ “ჰიუსტონი” დასავლეთ კონფერენციის ფინალში (უშუალოდ ლიგის ნახევარფინალი) გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონ “გოლდენ სტეიტთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 3:4.

ჯეიმს ჰარდენი სეზონის MVP კარიერაში პირველად გახდა:

“ბედნიერი ვარ, ისევე როგორც დედაჩემი. მე-6 ადგილიდან (2012 წელს, როდესაც ჯეიმსის “ოკლაჰომა” ფინალში დამარცხდა – რედ) MVP გავხდი. ეს ყველა ახალგაზრდას ოცნებაა. ვფიქრობ, გამარჯვებას შარშანაც ვიმსახურებდი (ჯილდო რასელ ვესტბრუკს ერგო – რედ), რდგან ვერ ვხედავ დიდ სხვაობას იმ თამაშში, რომელსაც 2016-2017 და 2017-2018 წლების სეზონში ვაჩვენებდი”, - განაცხადა ჰარდენმა.

ლოს ანჯელესში გამართულ დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვა ნომინაციებშიც:

საუკეთესო ახალბედა: ბენ სიმონსი (“ფილადელფია”)

საუკეთესო მწვრთნელი: დუეინ ქეისი (“ტორონტო რეპტორსი”)

საუკეთესო მცველი: რუდი გობერტი (“იუტა ჯაზი”)

საუკეთესო გაუმჯობესებული მოთამაშე: ვიქტორ ოლადიპო (“ინდიანა პეისერსი”)

საუკეთესო მე-6 მოთამაშე: ლუ უილიამსი (“კლიპერსი”).

0.192237