მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს კიდევ ოთხი მერვედფინალისტი გაირკვევა. მესამე ტურის შეხვედრები C და D ჯგუფებში შედგება. მთავარი ინტრიგა კი რაღა თქმა უნდა, ნიგერია – არგენტინის შეხვედრაში დევს. შეძლებს “ალბისელესტე” დასახული მიზნის მიღწევას?
პარალელურად, ხორვატიის ნაკრები, რომელსაც პლეი-ოფი უკვე განაღდებული აქვს, გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება ისლანდიას. მანამდე, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება: დანია – საფრანგეთი. წარმოგიდგენთ ოთხივე შეხვედრის სავარაუდო შემადგენლობებს:
C ჯგუფი, 18:00 საათი
დანია - საფრანგეთი
დანია (4-2-3-1): შმეიხელი; ლარსენი, კიაერი, კრისტენსენი, დალსგაარდი; დელანი, შონე; ბრაითვაითი, ერიკსენი, სისტო; იორგენსენი
მწვრთნელი: აგე ჰარეიდე
საფრანგეთ (4-2-3-1): მანდანდა; სიდიბე, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი; კანტე, ნ’ზონზი; დემბელე, გრიზმანი, ლემარი; ჟირუ
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ავსტრალია – პერუ
ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი; რისდონი, სეინსბერი, მილიგანი, ბეჰიჩი; ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსე; როგიჩი; იურიჩი
მწვრთნელი: ბერტ ვან მაარვიკი
პერუ (4-2-3-1): გალესე; ადვინკულა, სანტამარია, რამოსი, ტრაუკო; იოტუნი, ტაპია; კარილო, კუევა, ფლორესი; გერერო
მწვრთნელი: რიკარდო გარეკა
D ჯგუფი, 22:00 საათი
ისლანდია – ხორვატია
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი; საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი; გისლასონი, გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი; ბოდვარსონი, ფინბოგასონი
მწვრთნელი: ჰეიმირ ჰალგრიმსონი
ხორვატია (4-5-1): შუბაშიჩი, პივარიჩი, სალეტა-სარი, იედვაი, სტრინიჩი; პიაცა, ბადელი, კოვაჩიჩი, ბრადარიჩი, პერიში; კრამარიჩი
მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი
ნიგერია – არგენტინა
ნიგერია (3-5-2): უზოჰო; ბალოგუნი, ეკონგი, ომერუო; მოზესი, ეტებო, ობი მიკელი, ნდიდი, იდოვუ; იეანაჩო, მუსა
მწვრთნელი: გერნოტ რორი
არგენტინა (4-3-3): არმანი; მერკადო, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო; პერესი, მასკერანო, ბანეგა; მესი, იგუაინი, დი მარია
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე არგენტინის იმედი არ მაქვს არანაირად, თორემ ხორვატები, რომ არ წააგებენ ამაში დარწმუნებული ვარ.
დარწმუნებული ვარ, არ მიცემენ ხორვატები, უბრალოდ შეიძლება თავი არ შეაკლან და 1 ბურთით წააგონ, მეტით არა, რაც საკმარისი არ იქნება არგენტინის ჩასატოვებლად, არგენტინა ნაღდად დიდი ანგარიშით მოიგებს დღეს.
საფეხბურთო ფორტუნას რაც შეეხება, ხშირად ყოფილა, პირველ ადგილზე მყოფ გუნდს არ დაუკიდებია, უბრძოლია, მოუგია არასაჭირო თამაში და მერე მერვედფინალიდანვე გავარდნილა, ასე რომ არა მგონია მთლად ფორტუნის სამართლიანობაზე ფიქრობდნენ ხორვატები
ზუსტად ეგ ამიცემის ტოლფასია, ძირითად შემადგენლბას რომ დაასვენებ და თავს არ შეაკლავ მოწინააღმდეგეს. აბა მოდო და გამიტანეო არავინ ეტყვის ისლანდიას.
ღირსიც არის არგენტინა ხორვატიას მოაგებიოს ისლანდიას
ხორვატია ფავორიტად მიაჩნიათ ბუკმეიკერებს ამ თამაშში, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს... მოკლედ, მე მგონი, ყველაფერი ისე მოხდებადა, 'როგორც უნდა მომხდარიყო'
ჯიგრებია ხორვატები. სწორად მოიქცევიან თუ ისლანდიას თამაშს მისცემენ. არგენტინამ მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს. და ზოგადად კარგი იქნება თუ“ერთი გაღმერთებული ფეხბურთელი მოსცილდება მუნდიალს. ვისურვებ, მადეირელი ნასელჩიკების გაკეთებულიც მალე გაუდგეს კუდიგორის გზას. ფანატიზმში გადაზრდილი გულშემატკივრობა ყოველთვის გულს მორევდა.
არგენტინა შეიძლება ყველაფრის ღირსია, მარა თუ ხორვატები შეგნებულად მისცემს თამაშს ისლანდიას, ამისთვის საფეხბურთო ფორტუნა მათ უეჭველი დასჯის და მერვედფინალი მათი მაქსიმუმი იქნება.
ნიგერია არგენტინის ოფიციალური "ქიშმიშიანი ბულკია" მსოფლიოს ჩემპიონატებზე. 1994, 2002, 2010 და 2014 წლებში ჯგუფში ერთად იყვნენ და ოთხივეჯერ მოიგეს სამხრეთამერიკელებმა, ოღონდ სულ თითო ბურთის სხვაობით.
ვფიქრობ, რომ გაახუთებს ამ საღამოს "ალბისელესტე", მაგრამ ხორვატებსაც რაღაც ცუდი აქვთ ჩაფიქრებული
ვერც გავამტყუნებთ.
ისლანდია არგენტინის მოგება ასაღებად არ ღირს დღეს?
რა იყო ხორვატები იმენა 180 გრადუსით უშლიან ფეხებს სანტეხნიკების სასტავს
რთულ სიტუაციაშია არგენტინა.ისლანდიასაც მშვენიერი შანსი აქვს ჯგუფიდან გასასვლელად მემგონი უკეთესიც
ამ კობის ავატორს რომ ვხედავ გულზე მალამოდ მედება რა როგორ ანათებს ხოლმე ფორმზე სინათლე შემოაქვს




მესიდონა ამაზე მეტი საჩუქარი რაღა გინდა მიდი ეხლა და მარტომაც უნდა მოუგო მაგ შავებს