ფეხბურთი

1:22 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორხე სამპაოლი: "არ შეიძლება წაგების გამო კრიმინალად გამოგაცხადონ"

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ნიგერიასთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს. როგორც “ალბისელესტეს” თავკაცმა განაცხადა, ყველაფერი მისი გუნდის ხელთაა და კარგი შანსი აქვს, რომ წარუმატებელი კვირა წარსულში დატოვოს.

“ჭორები საკმარისია! ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ არგენტინას ყველანაირი შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ნიგერიასთან მატჩი არის პირველი იმ ხუთიდან, რომელიც ფინალამდე გველოდება.

ეს იყო ძალიან რთული კვირა, მაგრამ არ შეიძლება მოისმინო, რომ კრიმინალი ხარ თუ ერთი თამაში წააგე. ნიგერია ორმხრივი გუნდია, როდესაც ზეწოლისგან თავისუფალია კარგად თამაშობს, მაგრამ ვიცით, რომ მისი დამარცხება შეგვიძლია.

წაგების შემდეგ კრიტიკა ბუნებრივია და ყველგან ხდება, მაგრამ არგენტინაში ეს განსაკუთრებით მძიმეა. თუმცა, ახლა ნიგერიასთან შეხვედრა ჩვენთვის ამოსავალი წერტილია, რომ ყველაფერი წავშალოთ. დროა წარმოვაჩინოთ ჩვენი კოლექტიური და ინდივიდუალური დონე”, - განაცხადა სამპაოლიმ.

შეგახსენებთ, არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებთა მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. “ალბისელესტეს” მხოლოდ 3 ქულა გაიყვანს მერვედფინალში, ხოლო აფრიკელებისთვის მთავარია არ წააგონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114437