ფეხბურთი

19:25 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესამ ელ ჰადარი - მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში

ეგვიპტის ნაკრების კაპიტანი ესამ ელ-ჰადარი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ ეგვიპტელი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელსაც მუნდიალის ფინალურ ეტაპზე უთამაშია.

ელ-ჰადარი საუდის არაბეთთან მატჩში 45 წლისა და 161 დღის გახლდათ. ეგვიპტელმა ფარიდ მონდრაგონის რეკორდი დაამხო. კოლუმბიელმა კიპერმა 2014 წელს 43 წლისა და 3 დღის ასაკში ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. საგულისხმოა, რომ ელ-ჰადარმა საუდის არაბეთთან მატჩის მე-40 წუთზე ფაჰად ალ-მუვალადს პენალტი აუღო და ბუნებრივია, ამ მხრივაც ისტორიაში ჩაეწერა.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტის ნაკრების კარს წინა ორ ტურში აჰმედ ელ-შენავი იცავდა, მაგრამ სატურნირო ცხრილის მხრივ უმნიშვნელო მატჩში ექტორ რაულ კუპერმა ღვაწლმოსილ ელ-ჰადარს ისტორიაში შესვლის შესაძლებლობა მისცა.

0.114825