ფეხბურთი

16:01 | 25.06.2018 | ნანახია 1858 - ჯერ

როგორ გადაწყვიტა ტონი კროოსმა ჯარიმის კარში დარტყმა?

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შვედეთთან გოლის ეპიზოდი გაიხსენა. ალემანთა გმირის თქმით, ჯარიმის კარში დარტყმა მარკო როისმა ურჩია.

“მარკო როისმა მითხრა, რომ პირდაპირ კარში უნდა დამერტყა. თუმცა, ვუპასუხე, რომ დარწმუნებული არ ვიყავი ეს თუ იმუშავებდა. ამის მერე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ბურთი გაგვეთამაშებინა ცოცხალი კედლის დასაშლელად. ეს იყო სრული ექსტაზი”, - განუცხადა კროოსმა შუდდეუტსცჰე ძეიტუნგ-ს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ შვედეთის ნაკრები 95-ე წუთზე ტონი კროოსის გოლით დაამარცხა. ფრის შემთხვევაში “ბუნდესნაკრები” მერვედფინალში თამაშის შანსს თითქმის კარგავდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:12 | 25.06.2018
quentin (394)

"განუცხადა კროოსმა შუდდეუტსცჰე ძეიტუნგ-ს." -სერიოზული სააგენტოა

16:24 | 25.06.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ვგიჟდები კროოსზე. დაჟე ვიეტნამურ გაზეთსაც კი ვრცელი ინტერვიუ მისცა

0.124414