ირანის ნაკრების მცველი მორთეზა პურალიგანჯი ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელ დიეგო კოშტას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ირანელი ფეხბურთელის განცხადებით, ესპანელი მას 80 წუთის განმავლობაში აგინებდა.
“დიეგო კოშტამ ჩემი გინება მეათე წუთიდან დაიწყო და თამაშის ბოლომდე აგრძელებდა. მან შეურაცხყოფა მიაყენა დედაჩემს, ჩემს დას და ჩემი ოჯახის წევრებს.
ვფიქრობდი, რომ უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ კონტროლი არ დავკარგე, ირანის წარმატებაზე ვფიქრობდი და არ შემეძლო გაღიზიანება. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა? – ბურთს მთლიანობაში ხუთჯერ შეეხო და გოლი შემთხვევითობით გაიტანა”, - განაცხადა პურალიგანჯიმ.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში ესპანეთმა ირანი 1:0 დაამარცხა. B ჯგუფში დღეს მესამე ტურის მატჩებია – ესპანეთი მაროკოს, ხოლო ირანი პორტუგალიას დაუპირისპირდება.