ფეხბურთი

13:03 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი: "მსოფლიო თასის გარეშე კარიერის დასრულება არ მინდა"

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს. “ალბისელესტეს” ლიდერის თქმით, არ სურს კარიერა აღნიშნული ტიტულის გარეშე დაასრულოს.

“მე ყოველთვის ვოცნებობდი მსოფლიო თასის მოგებაზე. ეს წარმოუდგენელი ემოცია იქნება და მილიონობით არგენტინელს გააბედნიერებს. არ მინდა, ამ ოცნებაზე უარის თქმა.

ბევრი მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე, მაგრამ ჯერ კიდევ სავსე ვარ ამბიციებით. არ მინდა, კარიერა მსოფლიოს ჩემპიონობის გარეშე დავასრულო”, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ორ ტურში 1 ქულა მოიპოვა. სამხრეთ ამერიკელებს ჯგუფიდან გასასვლელად მესამე ტურის მატჩში ნიგერიის ნაკრების დამარცხება სჭირდებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12312