იაპონიის ნაკრების ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა სენეგალთან გატანილი გოლით (2:2) რამდენიმდე მიღწევის ავტორი გახდა.
ჰონდასთვის ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეოთხე გოლი და ეს აზიისთვის რეკორდია. გარდა ამისა, 32 წლის მოთამაშემ სამ სხვა და სხვა მუნდიალზე (2010, 2014, 2018) მოახერხა გატანა და აზიელებიდან ამის გაკეთება პირველმა მოახერხა.
შეგახსენებთ, იაპონიის ნაკრებს H ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლო ტურში აუტსაიდერ პოლონეთს დაუპირისპირდება.