ფეხბურთი

16:20 | 24.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" უეფასგან ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელის

"მილანმა" შესაძლოა მომდევო ორი წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ვერ ითამაშოს. როგორც La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, კლუბმა ფინანსური ფეირ-პლეის წესები დაარღვია და უეფასგან ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელის.

ასევე, იტალიური გამოცემა იუწყება, რომ იტალიელები 30 მილიონი ევროთი დაჯარიმდებიან. "მილანმა" სატრანსფერო პერიოდში გასავალსა და შემოსავალში ბალანსი ვერ დაიცვა და ამის გამო დაისჯება. "როსონერიმ" გასულ წელს ტრანსფერებში 200 მილიონ ევრომდე დახარჯა.

"მილანის" მფლობელი ლი იუნჰინი კი აღნიშნული პრობლემების გამო უკვე ახალი ინვესტორის ძიებაშია და აშშ-ში იტალიური ფესვების მქონე ამერიკელ მილიარდელ როკო კომისოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ასევე ცნობილია, რომ "მილანის" ყიდვა ბეისბოლის გუნდის "ჩიკაგო ქაბსის" მფლობელს ტომ რიკეტსაც სურს.

თეგებიმილანიუეფა
0.121073