ფეხბურთი

0:45 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" უკრაინელი მეკარე გაიფორმა

მადრიდის “რეალმა” ლუგანსკის “ზორიას” მეკარე ანდრეი ლუნინი გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

ნიჭიერ კიპერსა და მადრიდულ გრანდს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. “რეალს” 19 წლის კარის დარაჯის ტრანსფერი 12.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლუნინი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეკარედ მიიჩნევა და “რეალის” გარდა მილანის “ინტერი” და “ნაპოლი” იწვევნდნენ.

ანდრეი ლუნინმა გასულ სეზონში “ზორიას” ღირსება 29-ჯერ დაიცვა, ხოლო უკრაინის ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.120559