ფეხბურთი

1:59 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორხე სამპაოლი: "მესის დასახმარებლად საუკეთესო შემადგენლობა ვერ შევარჩიე"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მიიჩნევს, რომ “ალბისელესტეს” წარუმატებლობაში ერთადერთი დამნაშავე თავადაა. როგორც სამპაოლიმ თქვა, თამაში სათანადოდ ვერ წაიკითხა და შეცდომები დაუშვა.

“მარცხზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ, მე ვარ, რადგან მწვრთნელი იღებს გადაწყვეტილებებს და ფეხბურთელებს მართავს მოედანზე. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვერ შევძელი თამაშის სათანადოდ წაკითხვა. ვერ გავიყვანე საუკეთესო გუნდი მოედანზე მესის დასახმარებლად. დღეს ჩემმა გუნდმა პირველი გოლის შემდეგ მძიმე ფსოქოლოგიური დარტყმა მიიღო.

ახლა ველოდებით ნიგერია – ისლანდიის მატჩს, რომ გავიგოთ, რა შანსი გვრჩება ჯგუფიდან გასასვლელად. დაველოდებით ამ თამაშის შედეგს და მერე ნიგერიის ნაკრებს დავამარცხებთ”, - განაცხადა სამპაოლიმ.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრებს D ჯგუფში ორი ტურში 1 ქულა აქვს და ბოლო შეხვედრას ნიგერიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101547