ფეხბურთი

1:32 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ესკობარის კვალზე - კარლოს სანჩესს სიკვდილით ემუქრებიან

კოლუბიის ნაკრების ნახევარმცველ კარლოს სანჩესს სიკვდილით ემუქრებიან. რადიო BLU-ს ცნობით, იაპონიასთან მესამე წუთზე მიღებული წითელი ბარათის გამო სანჩესმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცვლელი მესიჯები მიიღო და საქმეში უმალვე კოლუმბიის პოლიცია ჩაერთო, რომელიც გამოძიებას იწყებს.

საქმე ისაა, რომ კოლუმბიაში მწარე და სავალალო გამოცდილება უკვე აქვთ. 1994 წელს, ანდრეს ესკობარმა აშშ-სთან მატჩში ავტოგოლი გაიტანა, ხოლო სამშობლოში დაბრუნებული მედელინის ერთ-ერთ ბარში სიცოცხლეს გამოასალმეს.

შესაბამისად, კოლუმბიაში მსგავსი ტრაგედიის გამეორება რა თქმა უნდა, არ სურთ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, კარლოს სანჩესმა იაპონიასთან შეხვედრის დასაწყისში ცარიელი კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა და მსაჯმა მოედანი დაატოვებინა. კაცნაკლული კოლუმბია კი აზიელებთან 1:2 დამარცხდა.

0.061325