ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა ფრედმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
ფრედის “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგების ამბავი ჯერ კიდევ 5 ივნისს დადასტურდა, მაგრამ ხელშეკრულება მხოლოდ დღეს გაფორმდა. “წითელ ეშმაკებს” “შახტარისთვის” 60 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.
ფრედი “შახტარის” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა და 155 მატჩში, 15 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.