ტუნისის ეროვნულ ნაკრებს ძირითადი მეკარე გამოაკლდა. მუეზ ჰასენი, რომელმაც ინგლისთან მატჩის (1:2) დასაწყისში ტრავმა მიიღო და შეცვალეს, მიმდინარე მუნდიალზე ვეღარ ითამაშებს.
როგორც გამოკვლევამ აჩვენა, 23 წლის მეკარეს მარცხენა მხარის მოტეხილობა აღენიშნება და შესაბამისად, უქმობა მოუწევს.
ჰასენმა ინგლისთან 15 წუთი ითამაშა, მაგრამ თავის გამოჩენა მოასწრო, როდესაც ჯესი ლინგარდსა და ჯონ სტოუნსს ორი რთული ბურთი აუღო. ტუნისის ნაკრებში მას დებიუტი მიმდინარე წლის მარტში ჰქონდა და იქედან მოყოლებული ეროვნული ნაკრების მაისური 5 შეხვედრაში მოირგო.