ფეხბურთი

18:11 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაპონიამ კაცნაკლულ კოლუმბიას მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის პირველ მატჩში კოლუმბია იაპონიასთან 1:2 დამარცხდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მატჩის ბედი მე-3 წუთზე გადაწყდა, როდესაც კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველმა, კარლოს სანჩესმა ცარიელ კარებში გაშვებული ბურთი ხელით შეაჩემა. მსაჯმა სანჩესს წითელი ბარათი უჩვენა და სამხრეთ ამერიკელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. პენალტი კაგავამ გამოიყენა და აზიელები 1:0 დააწინაურა. კაცნაკლულმა კოლუმბიამ პირველ ნახევარში იბრძოლა და 39-ე წუთზე კუინტერომ საჯარიმო ხაზიდან ანგარიში 1:1 გახადა და ფეხბურთელები გასახდელი გავიდნენ.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, იაპონია სათამაშო უპირატესობას ფლობდა, პეკერმანის გუნდი მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდა და ძირითადად თავის დაცვით იყვნენ დაკავებულები. 73-ე წუთზე იაპონიამ კუთხური ჩააწოდა ოსაკომ ბურთს თავი დაუხვედრა და ამომავალი მზის ქვეყანას გამარჯვება მოუპოვა.

H ჯგუფის მეორე შეხვედრაში სენეგალი პოლონეთს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

კოლუმბია – იაპონია 1:2

“მორდოვია არენა”

კოლუმბია: ოსპინა, სანჩესი, სანჩესი, არიასი, ფალკაო, კუადრადო (ბარიოსი 31), ლერმა, მურილიო, კუინტერი (ხამესი 59), მოხიკა, იზკუერდო (ბაკა 70)

მწვრთნელი: პეკერმანი

იაპონია: კავაშიმა, საკაი, შოჯი, იოშიდა, ნაგამოტო, ჰესებე, შიბასაკი (იამაგუჩი 80), ინუი, კაგავა ჰონდა (70), ჰარაგუჩი, ოსაკო (ოკაზაკი 85),

მწვრთნელი: ნიშინო

გოლები: კაგავა (პენ. 6), კუინტერო (39), ოსაკო (73)

0.134472