ფეხბურთი

15:13 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუი პატრისიუ პრემიერლიგაში ითამაშებს

ინგლისის პრემიერლიგის ახალწვეულმა “ვულვერჰემპტონმა” პორტუგალიის ნაკრების მეკარე რუი პატრისიუ გაიფორმა. როგორც “მგლების” ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

30 წლის მეკარე ინგლისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან იქამდე “სპორტინგთან” კონტრაქტი გაწყვიტა.

რუი პატრისიუ “სპორტინგის” აკადემიის აღზრდილია და აქამდე სხვა გუნდში არც უთამაშია. გასულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 56 მატჩი ჩაატარა, 48 გოლი გაუშვა და 23-ჯერ კარი მშრალად შეინახა. მთლიანობაში კი ლისაბონელთა ღირსება 460 შეხვედრაში დაიცვა.

რუი პატრისიუ პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარეა (70 მატჩი) და ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს.

0.126531