ფეხბურთი

13:00 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ფრანგული მომავალი

მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგული დღე ჰქონდა. “როხიბლანკომ” კონტრაქტი ერთბაშად სამ ფეხბურთელს გაუფორმა – ანტუან გრიზმანს, ლუკას ერნანდესსა და ტომას ლემარს.

ეს უკანასკენლი მადრიდულმა გუნდმა “მონაკოდან” შეიძინა და ოფოციალურად კონტრაქტი გაუფორმა. შესაბასად, ახალი სეზონიდან ლემარი თეთრ-წითელთა ღირსებას დაიცავს.

მას შემდეგ, რაც გრიზმანმა “ატლეტიკოში” დარჩენა გადაწყვიტა და “ბარსელონა” უარით გაისტუმრა, ნათელი იყო, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა. ასეც მოხდა, გრიზმანსა და ესპანურ კლუბს შორის თანამშრომლობა ერთი წლით, 2023 წლის 30 ივნისამდე განახლდა.

ახალგაზრდა მცველმა ლუკას ერნანდესმა კი, რომელსაც ძველი ხელშეკრულება 2022 წელს ეწურებოდა, ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2024 წლამდე იქნება.

0.154654