ფეხბურთი

10:57 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა: "სამპაოლი არგენტინაში ვერ დაბრუნდება"

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა ხორხე სამპაოლისა და არგენტინის ნაკრებს აკრიტიკებს. ფეხბურთის უგვირგვინო მეფის განცხადებით, “ალბისელესტემ” შესაძლოა დარჩენილი მატჩები წააგოს, ხოლო სამპაოლი არგენტინაში ვერ დაბრუნდება.

“ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ, მაგრამ უნდა გვჯეროდეს ღმერთის, რადგან შეგვიძლია ყველაფრის გამოსწორება. თუ ასე ვითამაშებთ, სამპაოლი არგენტინაში ვერ დაბრუნდება. სირცხვილია, როდესაც მომზადებული არ ვართ. ვიცით, რომ ისლანდიელებს 1.90 სმ-ის ფეხბურთელები ჰყავდათ და კუთხურებს საჯარიმოში ვაწვდიდით.

როდესაც იმარჯვებ, მარცხდები თუ ფრეს თამაშობ, ყოველთვის 11 კაცია მოედანზე, მაგრამ საჭიროა იმის დანახვა, როგორ სტილში იმარჯვებ, მარცხდები ან ფრეს თამაშობ. ჩვენ დიდი რისკის ქვეშ ვართ, რადგან შეიძლება მომდევნო ორი შეხვედრა (ხორვატიასთან და ნიგერიასთან – რედ) წავაგოთ”, - განაცხადა მარადონამ.

შეგახსენებთ, არგენტინას პირველი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს და მეორე შეხვედრას ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112946