ფეხბურთი

2:16 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბას გოლი ჩამოაჭრეს...

საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალია 81-ე წუთზე პოლ პოგბას გოლით რომ დაამარცხა, იცით. უფრო ზუსტად კი, აღმოჩნდა, რომ პოგბას გოლი არ გაუტანია. საქმე ისაა, რომ ფიფამ იმსჯელა ხსენებულ ეპიზოდზე და ფრანგ ფეხბურთელის აქტივში გოლი გაუუქმა.

სამაგიეროდ, ის ავსტრალიელი მცველის, აზიზ ბეჰიჩის ანგარიშზე ჩაიწერა – ავტოგოლად შეფასდა.

რა თქმა უნდა, ეს საერთოდ სურათს არ ცვლის, მაგრამ პოგბას გოლების გრაფაში ახლა ნული წერია და ბეჰიჩს ავტოგოლი აქვს მითვლილი...

0.106221