ფეხბურთი

20:58 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი სტარტზე დაეცა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ მიმდინარე მუნდიალზე წარუმატებელი სტარტი აიღო. იოაჰიმ ლიოვის გუნდი პირველივე ტურში ხელმოცარული დარჩა მექსიკის წინააღმდეგ. "აცტეკებმა" ჩინებული ფეხბურთი აჩვენეს, მეტწილად, პირველ ნახევრში და შეიძლება ითქვას, დამსახურებულად მოიპოვეს 3 ქულა.

შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 35-ე წუთზე გავიდა. ხუან კარლოს ოსორიოს გუნდი, რომელიც კონტრშეტევებზე დიდებულად მოქმედებდა, ასეთი სწრაფი იერიში შედეგიანად დაასრულა. ირვინგ ლოსანო ადვილად გაუსწორდა გერმანელთა დაცვის ხაზსა და კიპერს.

მეორე ნახევარში "ბუნდესნაკრებს" მცდელობა არ დაუკლია და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ მთლიანობაში მექსიკა თავს დამაჯერებლად იცავდა. ასე და ამრიგად, გერმანია დამარცხდა. აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.130503